კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ფინალი ჩატარდება 9 ივნისს!
- 04 ივნისი, 2024
კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის STEM ოლიმპიადის ფინალი ჩატარდება 9 ივნისს.
ფინალში მონაწილეობას მიიღებს პირველი ტურის შედეგად გამოვლენილი 10 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი.
პირველმა მასშტაბურმა ოლიმპიადამ ყველა რეგიონის 200-მდე სკოლა მოიცვა.
გამარჯვებული გუნდი CERN-ის ლაბორატორიაში გაემგზავრება, მათ სკოლაში კი მოეწყობა საგანმანათლებლო სივრცე STEM კუთხით.
ოლიმპიადის ფინალი საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში(SEU) ჩატარდება.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!